სიახლეები

“მთავარმა არხმა დაუშვა უმძიმესი შეცდომა და ბოდიშს ვუხდი მთლიანად საზოგადოებას” – ნიკა გვარამია ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის

loading...
loading...

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, საინფორმაციო გამოშვებაში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის.
“ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში,
მიუხედავად ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა ფორმალური მოთხოვნის),
მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.
ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ “შეცდომები მოსულა” და რომ მთავარ არხს აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით.”– წერს ნიკა გვარამია.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close