სიახლეები

“ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო… ჯერ მიტოვებულ შენობაში ვიმალებოდი, მერე ტყეში” – რას ჰყვება შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე

loading...
loading...

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეა. იგი სურათების გადასაღებად იყო მიწვეული:
“წვეულებაზე საღამოს 11:00 საათზე მივედი. 15 წუთში ჩხუბი დაიწყო. რატომ, აზრზე არ ვარ. არც ის ვიცი, ვინ ჩხუბობდა. გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, შიგნით იყო. კონფლიქტის შემდეგ ექვსი ბიჭი წამოვედით. იუბილარს ნერვები მოეშალა, ასეთი რაღაც რომ მოხდა. ტიროდა, ძლივს დავაწყნარეთ. ყველა წადითო…
ტაქსი ვერ გამოვიძახეთ და ავტობანზე დავდექით. ამ დროს გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა, სავარაუდოდ, ხუთი კაცი. შეიძლება ოთხიც, ზუსტად არ დამინახავს. ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ ჩემთვის დაერტყა… ამათ ეგონათ, ჩვენ ისინი ვიყავით, ვინც იჩხუბა, არადა, საერთოდ სხვა “სასტავი” ვიყავით…

მოკლედ, ყველა გავიქეცით. სამი – ხიდისკენ. ერთი იქვე ბუჩქებში დაიმალა… მე ღობეზე გადავხტი. მიტოვებული შენობის მეორე სართულზე ავედი და დავრეკე პოლიციაში. ვუთხარი, რაც მოხდა და არაგვის ხიდზე მოდით-მეთქი.
ჩავდიოდი, რომ მენახა და დავხმარებოდი ნაცემებს და ამ დროს უცებ მეორე მანქანა მოვიდა. ისევ უკან ავბრუნდი, რომ არ დავენახე… როცა არავინ იყო გზაზე, მანქანაც არ დადიოდა (პირველი საათი და რაღაც წუთები იყო), გადავედი ბათუმისკენ მიმავალ მხარეს და ავედი ტყეში. ისევ დავრეკე პოლიციაში, აღარაფერი ხდება და შეგიძლიათ, გააუქმოთ-მეთქი. იქიდან რომ ჩამოვედი, მაშინ მოვიდა პოლიცია. მოვუყევი, რაც მოხდა. მორჩა ყველაფერი, ერთადერთი, შეგიძლიათ თბილისში წამიყვანოთ-მეთქი”.
კვირის პალიტრა

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close