სიახლეები

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალი სკანდალი – ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე სპორტსმენების დაცვაზე უარს ამბობს

loading...
loading...

სკანდალი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში – დაკავებულ მორაგბეებს ის ადვოკატები, ვინც დღემდე იცავედნენ აღარ დაიცავენ.
დაცვაზე უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი სპორტსმენებს აღარ დაიცავენ.
ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბებებს საქმის დასაწყისიდანვე იცავდნენ. რამდენიმე დღის წინ, კობაიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებით ახლაგაზრდა სპორტსმენებს კარიერა დაენგრათ. ამ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close