საზოგადოება

გული გაგლეჯვაზე გვაქვს, „გიორგი ბაზრობაზე მშობლებთან ერთად იყო იმ საზარელ ღამამდეც, რათა საჩუქარი შეეძინა”

loading...
loading...

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს საზოგადოება კეთილ, გაწონასწორებულ, დინჯ, თბილ და საუკეთესო ადამიანად მოიხსენიებს. „პრაიმტაიმი“ იმყოფებოდა ვაგზალზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის დედ-მამა მუშაობს. მისი მშობლები 44 წლის თამუნა და 47 წლის ლევან შაქარაშვილები არიან. თამუნა და ლევან შაქარაშვილების თანამშრომლები „პრაიმტაიმთან” საუბრისას ჰყვებიან, რომ გიორგი მათ თვალწინ გაიზარდა და იმ საზარელ ღამამდეც მათთან იყო ბაზრობაზე მისული, რათა დაბადების დღისთვის საჩუქარი შეეძინა. „მამა აქ მაისურებზე მუშაობს, ხოლო დედა ქალის ტანსაცმელს ყიდის. გიორგის ჩვენ დაბადებიდან ვიცნობთ, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ულამაზესი, პატიოსანი, რელიგიური ოჯახიდან. დედა, ბებია, მამა ყველანი მორწმუნეები არიან, არაჩვეულებრივი ხალხია. ყველანაირად დადებითი ოჯახი. გიორგი თითით საჩვენებელი იყო, აქ რომ მოვიდოდა შემოანათებდა ხოლმე. ძალიან დიდი დანაკარგია ყველასთვის ეს არაჩვეულებრივი, სიცოცხლით სავსე ბიჭი. ერთი ადამიანიც კი არ არსებობს, ვინც მასზე ცუდს იტყვის. საუკეთესო ოჯახის არაჩვეულებრივი შვილი იყო.  

გიორგი ხომ მოკლეს და მასთან ერთად ერთი საუკეთესო ოჯახი მოკლეს, გაანადგურეს და გააუბედურეს. საზოგადოება არ აპატიებს გიორგის მკვლელობას არავის. გიორგი საერთოდ არ სვამდა, არ უყვარდა დალევა. იმ დღეს დაბადების დღეზე რომ მიდიოდნენ, დედა-შვილმა აიარეს, საჩუქარი უყიდია იმ გოგოსთვის, პარკში ედო, აქედან წაიღო საჩუქარი, იმ დღეს ვნახეთ ჩვენ. მობრუნდა, რომ მიდიოდა და შემოგვანათა.  სულ ღიმილით გვხვდებოდა. გული გაგლეჯვაზე გვაქვს, როგორმა ადამიანმა დაგვტოვა, ფეხზე დადგება მთელი თბილისი ამ მკვლელებს ეს თუ შერჩათ. ხალხი განადგურებულია“, – ჰყვებიან თანამშრომლები. ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. 27 ივნისს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წაუყენეს

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close