სიახლეები

,,ეგონა დაბალი წყალი იყო და გადავიდოდა, ჩანთა დატოვა, რომ არ დასველებულიყო” – რას წერს ვახო სანაია

loading...
loading...

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
,,დაიჯესტი” ჟურნალისტის სტატუსს უცველად გთავაზობთ:
,,ფოტოგრაფი ამბობს, პოლიციამ წამომიყვანაო.
წარმოვიდგინოთ ვითარება. თქვენ იძახებთ გვიან ღამით პატრულს მცხეთაში, მაგისტრალზე. ესე იგი, რაღაც სერიოზული მოხდა. მოვიდა პოლიცია, ჩაგისვათ მანქანაში და მოყავხართ თბილისში. არ გეკითხებათ, რა მოხდა ? რატომ გამოიძახეთ ? თუ ეუბნებით, რაც მოხდა, რას აკეთებს ამ დროს პოლიცია ? დაიკიდა პოლიციამ მომხდარი ? დაუჯერებელია. არ დაიკიდებდა და ბევრს შეკითხვასაც დასვამდა. იმავე პატრულმა წამოიყვანა თუ სხვა პოლიციამ ? წარმოუდგენლად მეჩვენება ეს ყველაფერი.


მერე მოულოდნელად ჩნდება ფოტოგრაფის სატელევიზიო კომენტარი, სადაც ჰყვება, არ დამინახავს, გიორგი შაქარაშვილი საით გაიქცაო.
იმ სატელევიზიო კომენტარში ვერ მივაგენი, მაგრამ იმავე მასალის ტექსტურ ვერსიაში ჩნდება ასეთი ფრაზა, რომელიც ასევე ფოტოგრაფს ეკუთვნის – ,,ჩემი აზრით, გიორგი ჩავიდა და უნდოდა, რომ გადასულიყო მდინარის იქით, ეგონა, რომ იყო დაბალი წყალი და გადავიდოდა, ჩანთა დატოვა, რომ არ დასველებულიყო”
ცოტა უცნაური ხომ არ არის ეს კომენტარი ადამიანისგან, რომელიც ამბობს, რომ არ დაუნახავს, ვინ საით გაიქცა და რა როგორ მოხდა, რადგან იმალებოდა, უცებ ასეთ ვერსიას გვთავაზობს, რომ ჩანთა გიორგიმ დადო და ასე შემდეგ ?”- წერს ვახო სანაია.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. 4–დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს. ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.
წყარო: resonancedaily. com

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close