სიახლეები

თბილისში 24 წლის ბიჭს ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს…

loading...
loading...

თბილისში ახალგაზრდას ურთიერთშელაპარაკების დროს ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ბრალდებული დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, დაკავებულია 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი

წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ფოტო პირობითია
წყარო: resonancedaily. com

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close