სიახლეები

რას ჰყვება იუბილარი გოგონა? – “დავინახე როგორ ჩაარტყეს ქვა ჩემ უბნელს…”

loading...
loading...

იუბილარი გოგონას ჩვენება გიორგი შაქარაშვილის საქმეში – ანა გაბეჩავა მომხდარის დეტალებს იხსენებს და წერს, რომ ჩხუბში, რომელიც სახლის გარეთ დაიწყო, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ არ მონაწილეობდნენ.
გოგონას ჩვენებით ირკვევა, რომ შაქარაშვილი და მისი მეგობრები დაპირისპირების დროს გარეთ არც კი გასულან. 
რაც შეეხება ჩხუბს, როგორც ანა გაბეჩავა ჩვენებაში წერს, მან დაინახა როგორ ჩაარტყეს მის უბნელს ქვა, რა დროსაც მას სისხლი წამოვიდა, ასევე ჩვენებიდან ირკვევა, რომ იმავე დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანება ვახტანგ ჩიქოვანმა.
დაახლოებით იქნებოდა 23:30 საათი როდესაც დავინახე რომ ჩემი ზ/ხსენებული მეგობრები, კლასელები და უბნელები სახლში აღარ იყვნენ რაზეც ვიფიქრე რომ ისინი მოსაწევად იყვნენ გარეთ გასულები რა დროსაც ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი მ.ხ და მითხრა რომ გარეთ სავარაუდოდ ჩხუბობდნენ  და მთხოვა გარეთ გავსულიყავი რომ განმემუხტა სიტუაცია. როდესაც გავედი სახლის ეზოში დავინახე რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ,

ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხოლო ვინ ვის ურტყამდა კონკრეტულად მე ამას არ დავკვირვებივარ რადგან ვცდილობდი მათ გაშველებას და სწორედ გაშველების დროს დავინახე რომ ჩემს უბნელს ნ.ხ-ს ქვა ჩაარტყა მარცხენა შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა ს.ჩ-მ, რა დროსაც ნ.ხ-მ მიიღო დაზიანება და წამოუვიდა სისხლი. ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი ვახტანგ ჩიქოვანი რომელსაც  სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანება, ხოლო ის ვინ სცემა მე ეს არ დამინახავს. თუმცა დანამდვილებით გეტყვით რომ იყო ძლიერ ნაცემი. მე და ჩემი სტუმარი გოგოები ვცდილობდით ზ/აღნიშნული ბიჭების გაშველებას და ვეუბნებოდი მათ რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გოგოებმა ჩვენი ძალით შევძელით ბიჭების გაშველება და ისინი გავყარეთ სახლის ეზოდან, რის შემდგომაც მე და ჩემი მეგობარი გოგოები, ლ.ნ, ლ.ქ, მ. ხ, ს ჭ, და ე ხ შევბრუნდით სახლში, სადაც დაგვხვდა გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ რომლებიც ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან და არ ჩარეულან ჩხუბში და შიგნით ქეიფობდნენ”
“მთავარი”

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close