სიახლეები

დევნა გიორგი შაქარაშვილზე – კადრები, რომელიც პროკურატურამ დამალა

loading...
loading...

დევნა გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებზე – “მთავარმა არხმა” მოიპოვა კადრები, რომელიც პროკურატურამ დამალა. ექვსწუთიანი ვიდეომასალა ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” გავიდა. 
კადრებში ჩანს, როგორ ჩერდება “ტოიოტა კამრი” ბენზინგასამართ სადგურთან, როგორ გადმოდიან იქიდან ადამიანები და გარბიან დაუდგენელი მიმართულებით. 
ამაზე გვეუბნებიან, ეს იმიტომ ამოვჭერით, რომ რა აზრი აქვსო. სინამდვილეში, მთელი აზრი ამ ნონ-სტოპივით კადრს აქვს. ჩვენ ვხედავთ, ეს ადამიანები არიან ჩარბენილები დაბლა და რაღაცა საქმეზე არიან. იქ ხდება ის, რის გამოც ჩვენ აქ მეგობრებო შევიკრიბეთ. იქ მიმდინარეობს თავდასხმა გიორგი შაქარაშვილზე. მაღალი ალბათობით ეს არის ზუსტად ის ეპიზოდი..,- ამბობს ნიკა გვარამია.
პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეომასალაში კი ჩანდა მხოლოდ ის, თუ როგორ გადმოვიდნენ ადამიანები ავტომობილიდან და როგორ ჩასხდნენ ისინი ეგრევე ამავე მანქანაში.


ამავე გადაცემაში გავიდა მეორე ეპიზოდის ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გარბის დიჯეი გზაზე, როგორ გადაუდგა ის ტრაფარეტიან მანქანას, აჩერებს, ჯდება და მიდის სავარაუდოდ თბილისის მიმართულებით. 
აქაც ჩანს რომ მიმდინარეობს დევნა ამ ადამიანებზე, – ამბობს გვარამია. 
რატომ არ გაასაჯაროვა ეს ეპიზოდები პროკურატურამ – სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობენ ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები”.  
წყარო: https://mtavari. tv

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close