სიახლეები

ვინ იწერს სააკაშვილის საუბრებს უკრაინაში – სუს-ი თუ უკრაინის სპეცსამსახურები?

loading...
loading...

„ალია“ ესაუბრება უშიშროების ყოფილ მინისტრს, კონსტიტუციონალისტს ვალერი ხაბურძანიას:
 – გამოქვეყნდა სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც დაუდგენელია, ავთენტურია, თუ არა, ამ ჩანაწერებზე რას იტყვით?
-იმ ზღვა ჩანაწერებიდან, რომლებიც უკრაინულ გამოცემებში ვრცელდება, გაგიგიათ რამე კარგი და ნორმალური? ან ქართველებს აგინებს სააკაშვილი და ბიძამისი, ან თავიანთ თანამებრძოლებს ნაბიჭვრებს, უტვინოებს და მშიშრებს ეძახიან… მთავარი ისაა, ყველა რომ გაჩუმებულია და არავის აინტერესებს, საიდან ხდება ამ საუბრების ჩაწერა და გავრცელება? ერთმა ექსპერტმა მითხრა, ეგ უკრაინის მოქალაქეა და იმათმა არკვიონო. ყველამ იცის ახლა ეგ, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ჩაწერილი და გამოქვეყნებული არ არის. რატომ გამოქვეყნდა მაინც და მაინც ახლა? ვინ აკეთებს ამას არ აინტერესებთ? ყველა თვლის, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხარ ხელისუფლებაში, გაქვს ამის ტექნიკური საშუალებები, შენ უსმენ და აქვეყნებს, ის მოვა, უსმენს და აქვეყნებს… არავითარი ლეგიტიმაცია ამ საუბრის ჩაწერას არა აქვს… მოითხოვოს სააკაშვილმა, საიდან გავრცელდა ეს ჩანაწერი, უთხრან. უკრაინა ასე მშრალად ვეღარ გავა გვერდზე, ჩაერთო უკვე ამ საქმეში, ესე იგი მათი მხრიდან რაღაც ჩანს.
-გექნებათ ვარაუდი, ვინ ჩაწერა და გაავრცელა.


-კი, მაქვს. სულ ვკითხულობ, სად არის კოტარია რომ იყო სპეცსამსახურის ჩაწერის და მოსმენის სამსახურის ხელმძღვანელი, იცის ვინმემ სად არის?
მაშინ, 2008 წელს ქართველებმა ამერიკელებს უთხრეს, რომ რუსი ჰაკერები მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ და ა. შ. ამერიკელებმა მისცეს ჰაკერული პროგრამა, რომელიც იქეთ ახორციელებს შეტევას, მისცეს ეს პროგრამა რუსი ჰაკერების  წინააღმდეგ გამოსაყენებლად… სააკაშვილის ხელისუფლებამ ვის წინააღმდეგ გამოიყენა? – ღარიბაშვილის, ალასანიას, გუბაზ სანიკიძის და ა.შ. ეს პროგრამა, გასაგებ ენაზე რომ ავხსნა, ასე მუშაობს, შედის აიპი მისამართზე და როგორც კი გააქტიურებ კომპიუტერს ან ტელეფონს, ის იქცევა მიკროფონად. ახლა ვკითხულობ, რატომ არ იწყებს სუს-ი გამოძიებას ამ ჩანაწერზე?
-ავთენტურობაზე დავიწყეთ გამოძიებაო
-ავთენტურობას აზრი არა აქვს, თუ ჩანაწერი უკანონოა. რატომ ჩაიწერა და ვინ ჩაწერა ეს გაარკვიონ. თუ თავად ქართული სუს-ი აკეთებს ამას და ამის ტექნიკური საშუალება ნამდვილად აქვთ, მაშინ დაკანონებული უნდა ჰქონდეთ, სასამართლოს სანქცია უნდა ჰქონდეთ. უკრაინამაც უნდა ამოიღოს ხმა, უკრაინის საჯარო მოხელეს უსმენენ და რას აკეთებს ზელენსკი?
-როგორ ხდება მოსმენა? ერთი ადამიანი ზის და ერთ კონკრეტულ ობიექტს უსმენს, თუ?
-გააჩნია რამდენად საინტერესოა, თუ ელოდები, რომ რაღაცა თქვას და მერე მოქმედება მოაყოლოს, ერთი კაცი ზის და უსმენს. თუ არადა არის ჯგუფები, ოპერატიული თანამშრომლები, ჯერ ხდება ჩაწერა და მერე გაშიფვრა. თუ ერთი ოპერატიული თანამშრომელი არაა მიმაგრებული ადამიანზე და არ იცის მისი ცხოვრების წესი და ა. შ. სატელეფონო საუბრის გაშიფვრა ძალიან ძნელია, ყველა საუბრობს იმ ვარაუდით, რომ მას უსმენენ. ინტონაციასაც მნიშვნელობა აქვს და ბევრ დეტალს. მარტო სატელეფონო საუბრებზე დაყრდნობა არის სისულელე.
-როგორ უნდა გამოვიცნოთ, რომ გვისმენენ? და რამდენად რეალური მასობრივი მოსმენები?
რამდენად შევძლებთ გამოცნობას, ვერ გეტყვით, ეგ საკმაოდ რთული პროცესია. რაც შეეხება მასობრივ მოსმენას, ედუარდ სნოუდენი, ამერიკის სპეცსამსახურის თანამშრომელი, ამჟამად რუსეთშია და დაწერა წიგნი, სადაც ამბობს, რომ მასობრივი თვალთვალი დღეს პრობლემას არ წარმოადგენს, თუ გაქვთ სახლში ჭკვიანი ტელევიზორი, ტელეფონი, მუზიკბოქსი, კომპიუტერი – დამთავრდა, ნებისმიერ სპეცსამსახურს აქვს საშუალება, თქვენ გაგხადონ მოსმენის და დაკვირვების ობიექტი.
თამო კეშელავა, ალია №21

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close