სიახლეები

სკანდალური ინფორმაცია რომელიც ამ წუთებში ვრცელდება-“ფოტოგრაფი ცნობილი ძალოვანი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია – მისი ფოტოაპარატიდან მასალა წაშალეს”

loading...
loading...

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება და კიდევ ერთი სკანდალური ვერსია – ყოფილი სამართალდამცავი და სამოქალაქო აქტივისტი, ზვიად კუპრავა ირწმუნება, რომ შაქარაშვილის საქმეში ერთერთი მოწმე ე.წ. ,,ფოტოგრაფი” ძალოვანი უწყების მოქმედი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია.„მეგობრებო, ჩემი ინფორმაციით შაქარაშვილის საქმეში ერთერთი მოწმე ე.წ. ,,ფოტოგრაფი” არის ერთ-ერთი ძალოვანი უწყების მოქმედი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი.
მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ,,ფოტოგრაფი” პირადად იყო ამ მაღალჩინოსანთან სატელეფონო კავშირზე და ახლა უკვე გასაგებია თუ რატომ იქნა მისი ფოტო აპარატიდან “წაშლილი” იმ დღის მასლა და ასევე რატომ არის მისი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი.
აქვე ვიტყვი, რომ სანამ მე გავასაჯაროვებ ამ მაღალჩინოსნის სახელს და გვარს, მოკლე დროის განმავლობაში დაველოდები, ეყოფათ თუ არა გამბედაობა ილაპარაკონ სიმართლე.
პ.ს. ასევე, გამოძიების მიერ, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოღებული და გასაჯაროებული იმ საბედისწერო ღამეს ფოტოგრაფის და მასთან კონტაქტზე მყოფი პირების სატელეფინო დეტალური ამონაწერი.. თუ ვისთან იყო ფოტოგრაფი სატელეფონო კავშირზე მთელი ღამისა და დღეების განმავლობაში”- აცხადებს კუპრავა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close