სიახლეები

შაქარაშვილის საქმის სკანდალური დეტალები – ახალი, ხმაურიანი კადრები, რომელშიც სავარაუდოდ “კაწრო” ფიგურირებს

loading...
loading...

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება – “მთავარი არხი” ახალ, სკანდალურ კადრებს ასაჯაროვებს.
“მთავარის” მტკიცებით, კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე “კაწრომდე” მიდის.
მრავალტომიანი საქმის ერთ ერთ მტკიცებულებებს შორის არის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ სწორედ “კაწრო” ჩანს, რომელიც ამირხანაშვილთან  დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიუდან  მომავალმა მანქანამ დატოვა.
ვიდეოკადრებში, რომლებიც იმავე ადგილზეა  გადაღებული, სადაც მოძალადეებმა თბილისში გურამ ამირხანაშვილი დატოვეს,  აშკარად ჩანს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის,  ამირხანაშვილს ხვდება და მასთან დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში საუბრობს. 
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას  ინფორმაციით, კადრები, სადაც სავარაუდოდ “კაწრო” ჩანს, ტელევიზიებს აქამდე  არ გაუვრცელებიათ და აქამდე გავრცელებული მასალა, რომელიც დიდუბეში  ამირხანაშვილის გადაადგილებას ასახავს, იმიტაციაა. 
გარდა ამისა,  არხის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს მესამე მანქანაც, მიკროავტობუსის  ტიპის,  სადაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, რაღაც პერიოდის  განმავლობაში, ვიდრე ის წყალში აღმოჩნდებოდა, იყო დასვენებული.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ინფორმაცია ამის შესახებ სანდო წყაროებიდან არის, თუმცა მტკიცებით ფორმაში რამის თქმა შეუძლებელია.
მისივე თქმით, სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი არის თუ არა “კაწრო” ის  პირი, რომელიც მიკროავტობუსიდან გადმოდის. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდას  ხელში ტელეფონი უჭირავს, შესაბამისად ანძების საშუალებით მარტივი  დასადგენია, იყო თუ არა იმ ღამეს ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო  დიდუბეში და შეხვდა თუ არა ის გური ამირხანაშვილს.
წყარო: “მთავარი არხი”

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close