
ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ პატარა ფოთის მონაკვეთში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომანქანა გზის სავალი
ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი – ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
წყარო: http://resonancedaily. com
დატოვეთ კომენტარი