საზოგადოება

“ამხელა წარმატებას წყალში უყრიან” – ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი, რომლის მხარდასაჭერად “ფეისბუქი” გაერთიანდა…

loading...
loading...

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ფიქ­სირ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მელ­მაც გა­მოც­და 7 ივ­ლისს ჩა­ა­ბა­რა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­ფე­რი აწუ­ხებს. თუმ­ცა გო­გო­ნა და­ნარ­ჩენ გა­მოც­დებ­ზე ვე­ღარ გავა.
ამ­ჟა­მად ის შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს კი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთან გა­მოც­დას წერ­დნენ, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან.
რო­გორც გა­ირ­კვა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ანა ონი­ა­ნია, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნაა. სწო­რედ ამი­ტომ მის მხარ­და­სა­ჭე­რად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და, ერთი მო­თხოვ­ნით, რომ ანა გა­მოც­დებ­ზე და­იშ­ვას.
“გა­მარ­ჯო­ბათ! აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მელ­საც კო­რო­ნა ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა არის ჩემი ოჯა­ხის წევ­რი. სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვო­კა­ლის გან­ხრით აბა­რებს, სა­დაც ვო­კალ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი-98 ქულა აიღო და ფაქ­ტი­უ­რად გა­ი­ნაღ­და უფა­სო ად­გი­ლი.
მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რის გა­და­ლახ­ვა დარ­ჩა სხვა გა­მოც­დებ­ზე. რო­გორც გვი­თხრეს აღარ და­იშ­ვე­ბა გა­მოც­დებ­ზე და ფაქ­ტი­უ­რად ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას წყალ­ში უყ­რი­ან ბავ­შვს. ქარ­თუ­ლი ოპე­რის წამ­ყვა­ნი მომ­ღერ­ლე­ბი უკვე კარ­გად იც­ნო­ბენ ამ ბავ­შვს.
ვთხოვ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ გა­მო­ნა­ხოს რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მი და ამ ბავ­შვს ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას ნუ და­უ­კარ­გა­ვენ. ყვე­ლას გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ, იქ­ნებ მი­ვი­ღოდ შე­დე­გი!” – წერს გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლი მი­ხე­ილ ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი. მის პოსტს, ასე­ვე მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­სტე­ბით უამ­რა­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი აზი­ა­რებს,

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close