საზოგადოება

“ერთხელ მითხრა, წარმატებას რომ მივაღწევ, მდიდარი არ მინდა ვიყო, რადგან სხვას არ აქვსო” – როგორ იხსენებენ “შაქარას” მეგობრები…

loading...
loading...

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ბუ­რუ­სით მო­ცულ­მა საქ­მემ მე­დი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უამ­რა­ვი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა. ამ დრო­ის­თვის ახალ­გაზ­რდას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მათი რი­ცხვი გა­ი­ზარ­დოს.
ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში, მე­გობ­რის იუ­ბი­ლე­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გი­ორ­გის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. ჩხუბ­ში ის არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ყვე­ლა ვინც მას იც­ნობ­და, გი­ორ­გის უკონ­ფლიქ­ტო პი­როვ­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ.
ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელს, რო­მე­ლიც კლუბ “სა­ბურ­თა­ლოს” შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და, დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ.
“მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. არა­სო­დეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ შეშ­ლია. ყვე­ლას­თან თქვე­ნო­ბით ლა­პა­რა­კობ­და, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი იყო, რო­გორც სპორსტმე­ნი – პერ­სპექ­ტი­უ­ლი. ბე­ბი­ამ და­ა­ტი­რა და ეს არ ამო­ვა ჩემი გო­ნე­ბი­დან… რო­დე­საც “სა­ბურ­თა­ლო 2”-ში მოხ­ვდა ეს იყო მო­ტი­ვა­ცია და ბე­ბოს­თვის უხა­რე­ბია, ბებო, “სა­ბურ­თა­ლოს პირ­ველ­ში” მოვ­ხვდე­ბი მალე და წა­ვალ ევ­რო­პა­შიო. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო” – ასე ახა­სი­ა­თებს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს კლუბ “სა­ბურ­თა­ლოს” პრე­ზი­დენ­ტი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი.


გი­ორ­გი გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს და­აკ­ლდათ, ვი­საც მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა ჰქონ­დათ. ვერც ერთი მე­გო­ბა­რი გარ­დაც­ვლილ ფეხ­ბურ­თელს ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ იხ­სე­ნებს.
მათ “ტვ პირ­ვე­ლი” ესა­უბ­რა და საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:
“ლურ­ჯი თვა­ლე­ბი ჰქონ­და ისე­თი, რომ ანა­თებ­და”
“თმე­ბი ჰქონ­და სულ და­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ვარ­ცხე­ლი და თმის ჟელე სულ უნდა ჰქო­ნო­და ჯი­ბე­ში”
“ერთხელ მი­თხრა, წარ­მა­ტე­ბას რომ მი­ვაღ­წევ და ფულს ვი­შო­ვი, მდი­და­რი არ მინ­და ვი­ყოო, რად­გან სხვას არ აქ­ვსო” – იხ­სე­ნე­ბენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მე­გობ­რე­ბი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close