სიახლეები

“ნაცემ ბავშვს ჩააყოფინეს თავი წყალში და…” – შაქარაშვილის ბიძა მკვლელობის სავარაუდო სურათზე საუბრობს

loading...
loading...

გიორგი შაქარაშვილის შესახებ გასაჯაროებულმა ექსპერტიზამ კითხვების მხოლოდ მცირე ნაწილს გასცა პასუხი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა. ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე ეჭვობს, რომ შაქარაშვილთან კონფლიქტი ხიდთან გზაზე კი არა, მდინარე არაგვის ნაპირთან მოხდა.
„დადასტურებულია ექსპერტიზის მიერ, რომ ბავშვი ცოცხალია და ისეა მოხვედრილი მდინარის კალაპოტში. აქედან გამომდინარე, ზევით მას სიცოცხლეს ვერავინ მოუსპობდა. და შემდგომ ვერავინ ჩაიყვანდა.

ეს უკვე ექსპერტიზითვეა გამორიცხული. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვია, რომ ბავშვს ჩაჰყვნენ, გაეკიდნენ ამ ფერდობზე, უკვე არაგვის ნაპირზე გაუსწორდნენ ფიზიკურად, ჩაახრჩვეს წყალში და გაატანეს არაგვს“ – განაცხადა “ფორმულას” ეთერში ფეხბურთელის ბიძამ.
პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა წყლით მიღებული ასფიქსიით, თუმცა მას სიცოცხლის დროს მიყენებული სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა.
წყარო: resonancedaily. com

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close