სიახლეები

”შეგპირდი ყველაფერი კარგად იქნება თქო, მაგრამ ვერ გადაგარჩინე, მაპატიე დე” – ცოტახნის წინ დათო კენჭიაშვილის დედა დაიღუპა…

loading...
loading...

მომღერალ დათო კონჭიაშვილის დედა გარდაეცვალა. დათომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა: ”დე ყველაფერი კარგად იქნება..” აქედან 4 დღის შემდეგ კი დედას პატიება სთხოვა, რომ ვერ უშველა. ”დე ვერ გიშველე მაპატიე.” – დაწერა კენჭიაშვილა კედელზე.
”პანაშვიდები გაიმართება ხუთშაბათს და პარასკევს 18.00-22.00 ლენტეხის ქუჩა 9
(მერაბ მამარდაშვილის ქუჩიდან ასახვევი სკვერთან, ქვაფენილზე ფეხით )
გამოსვენება შაბათს 15.00 წმ. ნიკოლოზის ტაძრიდან (ვორონცოვი)” – წერს დათო სოც ქსელში.
როგორც „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელი შოთა სიხარულიძე წერს, მომღერლის დედა ლალი ასათიანი ემიგრაციაში იმყოფებოდა.
„გარდაიცვალა დათო კენჭიაშვილის დედა. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს დათო და თათია კენჭიაშვილებს დედის ლალი ასათიანის გარდაცვალების გამო.


ეს იყო დიდბუნებოვანი ქალბატონი, უღალატო მეგობარი, ჭეშმარიტი, მორწმუნე, მოყვასი, ბუნებით ერთგული, გონიერი და უაღრესად კეთილშობილი. ის მხოლოდ იბრძოდა და უანგაროდ, უხმაუროდ ემსახურებოდა თავის საყვარელ ოჯახს… მისი ნათელი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი, დროს ეჯიბრებოდა, ჩქარობდა, უნდოდა, სიცოცხლეში ბევრი რამ მოესწრო…
ღმერთმა ნათელში გამყოფოს, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ….
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა“, – წერს სიხარულიძე.
” ვერ გიშველე მაპატიეე.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close