სიახლეები

“დაფიქრდით, რატომ არ იცით დანარჩენი დამნაშავეები სახეზე?” – რა წერს ძიუდოისტის ახლობელი

loading...
loading...

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი, გიგა ტატიაშვილის ოჯახის ახლობელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მონათხრობს იმით დავიწყებ, რომ ძალიან მტკივა გული მომხდარზე, მტკივა შაქარა და მოვითხოვ მისი მკვლელები მთელი სიმკაცრით დაისაჯონ!
მაგრამ სხვა რამე მინდა ახლა დავწერო: რაც ეს ამბავი გახმაურდა, მას მერე ვრცელდება 18 წლის ძიუდოისტის ფოტოები და მას მოიხსენიებენ როგორც მკვლელს, აგინებენ, წყევლიან. მაშინ, როცა ნამდვილი მკვლელები სახეზე არც კი იცის საზოგადოებამ.
უფრო გასაგები რომ იყოს, თავიდან დავიწყებ: ეს ბავშვი კლასელის დაბადების დღეზე იმყოფებოდა ჩხუბი რომ ატყდა. სიტუაცია რომ დაიძაბა, მეგობარს მისწერა, აქ რაღაცაზე ჩხუბობენ, ძაბავენ სიტუაციასო და არ მიყვარს ასეთი რაღაცეები, აქედან უნდა წამოვიდეო, დაჯდა თავის მანქანაში (მერსედესში) და წავიდა თბილისში. მას თან გაჰყვნენ რამდენიმე კლასელი.
ნახალოვკაში მისვლისას ერთ-ერთი კლასელი, რომელიც მოშორებით სახლთან უნდა მიეყვანა, გადავიდა, საქმე მაქვს დამელოდეო, ალოდინა, 10 წუთის მერე მოვიდა მასთან 3 “ვზროსლი” მუტრუკი, რომლებსაც კარგად არც კი იცნობდა და ძმურადო, იქ ბიჭები დარჩნენ და ბენზინის საშუალება თუ გაქვს, ჩამოვიყვანოთო, ვერ უთხრა უარი, მოერიდა, ჩაუსხდნენ მანქანაში და დაბრუნდნენ უკან.


გზაში ერთმანეთს ურეკავდნენ სად ხართო.
იქ მისვლისას გზად მომავალი ბიჭების დანახვისას აგრესიული ყვირილი რომ დაიწყეს, ეს მაშინ მიხვდა, რომ ჩხუბს აპირებდნენ და მანქანას არ უჩერებდა, სანამ ყვირილით კარებები არ გაუღეს და იძულებული არ გახადეს გაეჩერებინა. კადრებშიც ჩანს, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ ჩართულა ჩხუბში, მანქანასთან იდგა და უყვიროდა გაჩერდითო. ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ დაიძახა, პატრული მოდისო. დამფრთხალი მაჩხუბრები მანქანაში ჩაუხტნენ და წამოიყვანა იქიდან.
ჩხუბი სულ რამდენიმე წამი გრძელდებოდა და მალე მოახერხა განმუხტვა. იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, ეს უკვე თბილისში იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა თუ იქ კიდევ რაგბისტებით გატენილი მეორე მანქანა ავიდა და ჩხუბი გაგრძელდა. ფიქრობდა, რომ იმდენი შეძლო, ჩხუბი გაანეიტრალა და ყველა მშვიდობით გადარჩა. იმ ბიჭებთან შეხება აღარ ჰქონია, თავისი ვარჯიშებით იყო დაკავებული.
უკვე მეორე დღეს ის დაკითხვაზე დაიბარეს და რაც იცოდა ყველაფერს მოყვა, რა როგორ იყო, ვინ ვის სცემდა და ა. შ. არც შეუცვლია ჩვენება, არც არაფერი დაუმალავს. მას მერე რამდენჯერმე კიდევ დაიბარეს და თანანშრომლობდა გამოძიებასთან. ამის მერე ხდება იქ მყოფი 17-ივე პირის დაკავება და რა თქმა უნდა, ესეც დააკავეს, რადგან გარკვეული სახით ესეც მონაწილე იყო იმ ამბის, თუმცა მკვლელობის ბრალდებით არაა დაკავებული.
მაგრამ რა, გადის დღეები, ყოველდღიურად ვრცელდება ამ ბიჭის ფოტოები სათაურებით – “მკვლელი” და ყოველდღიურად წყევლის საზოგადოება ადამიანს, რომელიც იმ გარეწარმა მკვლელებმა არაფრის გულისთვის ჩააგდეს შარში.შაქარა ხომ მოგვიკლეს ყველას, მაგრამ ასეთ ახალგაზრდასაც მოუსპეს მომავალი, სპორტული კარიერა და ყველაფერი.
ძალიან სცოდავს ის, ვინც ასეთ დეზინფორმაციებს ავრცელებს, ისინი ვერ აცნობიერებენ როგორ უნგრევენ ადამიანს ცხოვრებას. მე მინდა გთხოვოთ ყველას: შეწყვიტეთ ეს უმისამართო წყევლა, ერთ საცოდაობას მეორეს ნუ ამატებთ!
და კიდევ: გუშინ გავრცელდა ისევ ამ პიროვნების ფოტოები იმ მკვლელთან ერთად, რომელთანაც ამ ამბამდე ამას შეხება არ ჰქონია და ხელს ადებენ, ვითომ შარშან ვიღაც სასიკვდილოდ სცემეს ერთად კიკვიძის ბაღში. ეს რომ მოძალადე იყოს და ამ დაჯგუფებასთან ერთად ასეთ ძალადობებში მონაწილეობას ღებულობდეს ამ ჩხუბში ასე ხესავით იდგებოდა ერთ ადგილზე და არავის შეეხებოდა?!
ყველა კამერა აფიქსირებს, სახლში მომხდარ ჩხუბშიც და ავტომაგისტრალზეც, რომ ეს საერთოდ არავის შეხებია და ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და ბედი ამისი, რომ ეს დაფიქსირებულია, თორემ ისე შეტენიდნენ დანაშაულს, როგორც არაფერი.
დასკვნები თავად გააკეთეთ, მე კი ვფიქრობ, მისმა ადვოკატმა მკაფიო ვარაუდები გამოთქვა და ითანამშრომლა “მთავართან” და ამის გამო შეუტიეს, ხმა ჩაიკმინდეო (ეს ჩემი ვარაუდია, არავის არაფერს ვაბრალებ).
ამას ის მაფიქრებინებს, რომ ამ საქმეში ბევრი სიბინძურე იყო. დანარჩენი თქვენ იფიქრეთ. რატომ არის ეს “უპატრონო” და “უზურგო” გრაკალელი ბიჭი, რომელიც ნახალოვკაში ქირით ცხოვრობს და დღედაღამ თავს აკლავს თავის საქმეს ასე გამოჭენებული და რატომ არ იცით დანარჩენი დამნაშავეები სახეზე.”

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close