სიახლეები

შაქარაშვილის ტრაგედიას შეგნებულად ვარიდებ ყურადღებას… 2005 წელს შაქარაშვილის მსგავსი ამბავი ჩვენც გადაგვხდა თავს, 22 წლის კალათბურთელი ძმაკაცი შეეწირა ქუჩურ გარჩევას, მაგრამ ჩვენ ყველანი ბევრად ღირსეულად მოვიქეცით…

loading...
loading...

შაქარაშვილის ტრაგედიას შეგნებულად ვარიდებ ყურადღებას, არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, მსგავსი ისტორია ჩვენც გადაგხვდა თავს, აჩიკო რუხაძე  (ბაჩუ), ჩვენი სული და გული, მთელი საამხანაგოს ღერძი, ყოვლად უწყინარი და  კაცთმოყვარე 22 წლის კალათბურთელი, საბედისწერო ბანკეტზე, ქუჩურმა და  კრიმინალურმა მენტალიტეტმა იმსხვერპლა. ამიტომ, იმდენ ასოციაციას იწვევს და ისე მანგრევს დღევანდელი ტრაგედია, რომ მირჩევნია საერთოდ ავარიდო გონება.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო და გავიხსენო რამდენად ღირსეულად  მოიქცა მაშინ ყველა, პოლიციის ჩათვლით. ჩვენ არც სათვალთვალო კამერები  გვქონდა და არც ამდენი საშუალება არსებობდა 2005 წელს.
უშუალო მოწმე არ არსებობდა, მაგრამ ჩემმა გადაღებულმა ვიდეო მასალამ და  რამოდენიმე გოგოს (თვქნი ნებართვის გარეშე არ გთაგავთ) ღირსეულმა და  უშიშარმა ჩვენებამ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მკვლელის გამოაშკარავება და  დასჯა შესაძლებელი გახადა.
რათქმაუნდა მაშინაც გამოერია ბევრი ფლიდი ახალგაზრდა, მშობლებითურთ, რომლებსაც თითქოსდა არაფერი ახსოვდათ.
 მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს და მათ მშობლებს, გავა დრო და ძალიან  შერცხვება ყველას, შეიძლება ცხოვრებისეულ ჯოჯოხეთადაც კი გექცეთ დაფარული  სინამდვილე. ამიტომ, დაივწყეთ ყველაფერი და ილაპარაკეთ სიმართლე, ამაზე დიდ საქმეს შაქარაშვილის სულის პატივსაცემად ვერაფერს იზამთ ცხოვრებაში.
მე კი, სანამ პირში სული მიდგას, მთელი ჩემი არსებით ვიბრძოლებ მახინჯი მენტალიტეტის წინააღმდეგ.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close