საზოგადოება

ჩემი უნაკლო” – გიორგი შაქარაშვილის დედა (ფოტო)…

loading...
loading...

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი, სოციალურ ქსელში ძმის ფოტოს აზიარებს, რომელიც სტადიონზეა გადაღებული. 
ფოტოს ქვეშ დედის კომენტარს ვკითხულობთ – ,,ჩემი უნაკლო” – წერს თამუნა შალვაშვილი. 
დედის კომენტარს ემოციური კომენტარებით პასუხობენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
,,თქვენ ხართ გმირი დედა ასეთი უნაკლო რომ აღზარდეთ. სიტყვები არ მყოფნის, რომ გითხრათ, გამძლეობას გისურვებთ, გიო ანგელოზია, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი, დღეს ის ჩემი შვილიცაა”.
,,თქვენი გიორგი მთელ საქართველოს უყვარს, იამაყეთ საკუთარი თავით ასეთი ანგელოზის დედობა რომ გარგუნათ წილად ღმერთმა, იტირონ იმ დედებმა, რომლებმაც ასეთი კაციჭამია ჯალათები გაზარდეს. ძალა მოგცეთ ღმერთმა რომ გმირულად ზიდოთ თქვენი წილი ჯვარი მადლობა, საუკეთესო ადამიანად აღზრდილი შვილისთვის. ღმერთს ებარებოდეთ, მხოლოდ ის შეგაძლებინებთ ამ განსაცდელის დათმენას”.
,,მართლაც რომ უნაკლო შვილია გიორგი და ეს არის შენი დამსახურება, ასეთი მაგარი შვილი რომ გაზარდე”.
,,მთელი საქართველო მადლობას გიხდით რომ სამაგალითო შვილია გიორგი. გამძლეობა ღმერთი სამართალს აღასრულებს. გიოს საამაყო დედა”, – წერენ ფოტოს ქვეშ კომენტარებში.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close