
loading...
ავარია ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც, ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
დატოვეთ კომენტარი
loading...