სიახლეები

„პიდბულის პატრონი ციხეშია, ოჯახის ერთი წევრი კი გარდაიცვალა“- ანანო ვარძიაშვილი…

loading...
loading...

სოციალურ ქსელში მოხმარებელი ანანო ვარძიაშვილი იმ პიტბულზე წერს, რომელმაც ქალი დაგლიჯა. „ყველამ იცით ალბათ პიდბულის ამბავი ზოგმა სწორად, ზოგმა არასწორად, ძალიან დიდი თხოვნით მოგმართავთ ყველას, რომ ოჯახის მიმართულებით აგრესია შეწყვიტოთ. ვინც არ იცით მდგომარეობა. ბენის პატრონი სამწუხაროდ ნახევარ წელიწადზე მეტია სასჯელს იხდის, აგრეთვე ოჯახმა კიდევ ერთი ოჯახის წევრი დაკარგა (ვუსამძიმრებ ოჯახს) ძაღლი დარჩა პატრონის გარეშე, უვლიდა ამ ბიჭის დედა და მისი საძმაკაცო, ძაღლი არ იყო აგრესიული არასდროს ადამიანების მიმართ, (იყო აგრესიული ცხოველების მიმართ, ქუჩაში მეტისებს არ ერჩოდა სხვანაირი ხასიათი აქვთ მეტისებს და ძაღლები გრძნობენ, პატრონიანი ძაღლები დიდად გულზე არ ეხატებოდა) ადამიანი ( ქალი მსჯავრდებულის დედა) რომელიც ბენის უვლიდა საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა ისედაც და ძაღლის მოვლის აღზრდის და ასე შემდეგ დრო და სიტუაცია არ ქონია, ამიტომ ეს ითავეს ოჯახის ახლობლებმა ბიჭებმა. მაგ დღეს როცა ეგ ფაქტი მოხდა, ძაღლი კიბეებზე ჩამოყავდა პატარა ბავშვს საბელით, იქიდან გამომდინარე რომ არასდროს არავის მიმართ არ ქონია აგრესია ძაღლს, არავის წარმოედგინა რომ მსგავსი ფაქტი მოხდებოდა, ბენი მანდ მთელი თავისი ცხოვრება ცხოვრობდა

და მსგავსი ფაქტი არავის ახსოვს, ბავშვთან ერთად რომ ჩამოდიოდა კიბეებზე ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა, რაც ტრაგიკულად დასრულდა. არავის არ ვამართლებ, მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი განზრახული ქმედება ან რამე ეგეთი, ეს იყო უბრალო შემთხვევითობა, რაც ფატალურად დასრულდა, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ ოჯახის ლანძღვისგან არავის არ გაქვთ ამის უფლება, როცა არ იცით ზუსტად რა, როგორ მოხდა. პატრონი ბენის დიდი ხანია აღარ უნახავს და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ თავი შეიკავეთ ისედაც განადგურებული ოჯახის ლანძღვისგან! ბენი იყო ძაღლი, რომელიც უსაბელოდ გარეთ არავის გაყავდა და არც ეს იყო გამონაკლისი, უბრალოდ ძაღლს კიბეები უნდა ჩაევლო და ჩასულიყო ვერანდიდან სახლში და ამ დროს არასწორ და შეუსაბამო ადამიანს (ბავშვს) ეჭირა და შემთხვევით ხელი გაეშვა. დაზარალებული ქალი იყო მეზობელი, ბენის ბავშვობიდან იცნობდა, პარკში არსებული ინფორმაციით ჰქონდა თავისივე ძაღლისთვის განკუთვნილი საჭმელი, რაზეც ძაღლი გაიწია, ინსტინქტურად ქალმა პარკი მოიქნია, რამაც გამოიწვია ძაღლის გაღიზიანება,“- წერს სოციალურ ქსელში ვარძიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close