სიახლეები

“მკვლელობაში ბრალდებული ქალი რუსეთიდან იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში” – ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

loading...
loading...

ქუ­თა­ის­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 45 წლის ქალი და­ა­კა­ვეს.
შე­გახ­სე­ნებთ, 30 წლის ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ნა­ხეს.
და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 7-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქალ­მა 18 ივ­ლისს, ქუ­თა­ის­ში, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, თა­ვის მე­გო­ბარ­თან – 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­თან სტუმ­რად ყოფ­ნის დროს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მას­პინ­ძელს ცივი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.
ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა ნივთმტკი­ცე­ბად უკვე ამო­ი­ღო. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.
რო­გორც დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კი­დევ ორი პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 336-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.


kvirispalitra.ge გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა:-ახა­ლი გად­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ იმ ბი­ნა­ში ეს გო­გო­ნე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლი ვერა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, რუ­სე­თიდნ იყო ჩა­მო­სუ­ლი და ქმარ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და ფარ­დულ­ში. მე­უღ­ლეს ბინა ჰქონ­და და­გი­რა­ვე­ბუ­ლი, პე­რი­ო­დუ­ლად სო­ფელ­ში იყ­ვნენ და დრო­დად­რო ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და იყ­ვნენ იმ ფარ­დულ­ში. ელი­სო მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, სამ­წუ­ხა­როდ, შინ არ იყო, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კარი რომ გა­ა­ღო, სწო­რედ ამ დროს დაბ­რუნ­და ელი­სოს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა სახ­ლში და ამ უძი­მე­სი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და. მე­ზობ­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე, გა­ი­გეს წი­ვილ-კი­ვი­ლის ხმა. ზა­ფხუ­ლია და ღია ფან­ჯრი­დან ეს­მო­დათ ხმე­ბი. რა­ტომ­ღაც არა­ვის გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ მა­შინ­ვე და­ე­რე­კათ პო­ლი­ცი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სხვის კედ­ლებ­ში რაც ხდე­ბა, ეს არ არის მე­ზობ­ლის საქ­მე. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი იყო შეკ­რე­ბი­ლი სა­დარ­ბა­ზოს­თან და ამ­ბობ­დნენ, ბი­ნი­დან ქალი შვე­ლას ითხოვ­და და ახლა ხმა არ ის­მი­სო. ისე­თი სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა იყო, მა­შინ­ვე მი­ვე­დი იმ ბი­ნა­ში, და­ვა­კა­კუ­ნე, მაგ­რამ კარი არა­ვინ გა­ა­ღო, ამის შემ­დეგ დავ­რე­კეთ 112-ში. გო­გოს 14 თუ 17 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და რო­გორ იყ­ვი­რებ­და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მაგ­რამ არა­ვის ჰქო­ნია რე­ა­გი­რე­ბა. ამ­ბობ­დნენ ეს­მო­დათ ყვი­რი­ლი, გოგო შვე­ლას რომ ითხოვ­დაო.
მო­ტივ­ზე ჯერ არა­ფერს ამ­ბო­ბენ, იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მომ­ხდა­რი, 2 თვის გად­მო­სულ­მა მე­ზო­ბელ­მა შე­გი­ფა­რა, ყა­ვას გას­მევს, და­ბა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, გა­სა­დი­ლებს, და ის ასე სა­დის­ტუ­რად გა­უს­წორ­და. ვფიქ­რობ, ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ ჰქონ­და? ეს კი­თხვა იმი­ტომ მიჩ­ნდე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს 17 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს ყვე­ლა­ფერს. იხი­ლეთ სრუ­ლად

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close