სიახლეები

ნახეთ ვინ იყო 20 წლის ბიჭი, რომელიც ალაზანში დაიხრჩო?

loading...
loading...

ახალგაზრდა, რომელიც მდინარე ალაზანში, მყვინთავებმა გარდაცვლილი იპოვეს, 20 წლის დავით ფრიდონაშვილია.
ფრიდონაშვილები წარმოშობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან. ოჯახი, წლების განმავლობაში, თბილისში ცხოვრობს.
დავით ფრიდონაშვილი, სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა სტუმრად და საბანაოდ მდინარე ალაზანზე, ჩალაუბანში მცხოვრებ მეგობართან ერთად წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები, დაკარგულ ახალგაზრდას, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
რამდენიმე საათის წინ, ის, გარდაცვლილი, მდინარე ალაზანში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close