საზოგადოება

“გიოს ჰგავს, უსაყვარლესი გოგონაა, მასავით ნათელი თვალები აქვს…” – რა ვიდეოს აქვეყნებს შაქარაშვილის დედა ფეისბუქ გვერდზე

loading...
loading...

გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი, გიორგის და მისი მეგობრის ვიდეოს აზიარებს, სადაც მას კომენტარებში უწერენ, რომ გოგონა მის ახალგაზრდობას ჰგავს. რაზეც გიორგის დედა პასუხობს, რომ გოგონა უსაყვარლესია და ის გიორგის ჰგავს, მასავით ლამაზი და ნათელი თვალები აქვს.
თავად მარიამ გადიცკი კი წერს, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია.
“გიოს გავხარო რომ მეუბნებიან ხოლმე ამაზე დიდი კომპლიმენტი და ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს”- წერს მარიამ გადიცკი.
შეგახსენებთ, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close