სიახლეები

“დამღუპეს, ჩემი სიცოცხლე რა დღეში ჩამიგდეს…” – თამარ ბაჩალიაშვილის მამის ემოციური ეთერი…

loading...
loading...

“მე არ გავ­ჩერ­დე­ბი, სა­ნამ საქ­მე ბო­ლომ­დე არ მივა” – ამის შე­სა­ხებ “მთა­ვა­რის” ეთერ­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მამა ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.
მან აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლია გა­მო­ძი­ე­ბის მუ­შა­ო­ბით.
“4 დღის განმვა­ლო­ბა­ში ჭი­მავ­დნენ დროს, რომ პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ. დღეს გა­ვი­ა­რე იმ ად­გილ­ზე, სა­დაც მან­ქა­ნა იპო­ვეს. არ გა­უ­ტა­რე­ბი­ათ იქ არა­ნა­ი­რი დრო­ნი. გზი­დან რომ გა­ი­ხე­დე­ბი ჩანს ის მან­ქა­ნა და რო­გორ გა­ა­ტა­რეს დრო­ნი?! რომ გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გა­მოჩ­ნდე­ბო­და მან­ქა­ნაც.


სა­ნამ აქ­ცია არ ჩა­ტარ­და, იქამ­დე არა­ფე­რი გა­მოჩ­ნდა. სა­ნამ ხალ­ხის აგ­რე­სია არ და­ი­ნა­ხეს, იქამ­დე არ გა­მონ­და არა­ფე­რი. მე დამ­ღუ­პეს, ეგ ვიცი” – აღ­ნიშ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.
ან სა­კუ­თა­რი შვი­ლის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და თქვა, რომ ოჯახ­ში მას არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია.
“ჩემი მე­უღ­ლე ისევ შოკ­შია, ახ­ლაც ვერ გა­მო­დის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ასე­თი ბავ­შვი დავ­კარ­გეთ. მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რო სკო­ლა, საფ­რან­გეთ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რდა. სუფ­თა ბუ­ნე­ბის და სუფ­თა გუ­ლის ბავ­შვი დავ­კარ­გეთ.
ან­გე­ლო­ზი ბავ­შვი, ჩემი სი­ცო­ცხლე რა დღე­ში ჩა­მიგ­დეს. მინ­და რომ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღარ­ვინ ჩა­ვარ­დეს, მე დამ­ღუ­პეს, მაგ­რამ არ მინ­და სხვა­საც იგი­ვე და­ე­მარ­თოს” – გა­ნა­ცხა­და ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.
ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი, დღეს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში, ტყე­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპოვ­ნეს. ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close