სიახლეები

“იყო უხეში გაფრთხილებები, თითქოს მუქარა, – შენი გოგო შარშია და შენც არაფერში გაეხვიოო” – რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი?

loading...
loading...

პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “ნი­უს­რუმ­ში”, გა­ურ­კვე­ველ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლისოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა საქ­მის თა­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ოჯა­ხის გა­მო­ძი­ე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია გო­გო­ნას 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის პე­რი­ო­დით, რად­გან ოჯა­ხი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა საკ­მა­რი­სი ძა­ლის­ხმე­ვა არ გა­მო­ი­ჩი­ნეს.
„ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან, რაც მათ ოჯახ­თან და გო­გო­ნას მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეს. იყო უხე­ში გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი, თით­ქოს მუ­ქა­რა, – შენი გოგო შარ­შია და შენც არა­ფერ­ში გა­ეხ­ვი­ოო. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი კა­ნონს უნდა იცავ­დეს და არა – არ­ღვევ­დეს. არ უნდა ევაჭ­რე­ბო­დეს ოჯახს, – მი­ტინ­გებს და აქ­ცი­ებს ხომ არ მო­ა­წყო­ბო. ვაჭ­რო­ბას და მუქ­რას ჰგავ­და მათი საქ­ცი­ე­ლი, ამი­ტომ გა­უჩ­ნდა ოჯახს უნ­დობ­ლო­ბა და პრო­ტეს­ტი. ვნა­ხოთ, გა­მო­ძი­ე­ბა რო­გორ იმოქ­მე­დებს, არა­ვის მივ­ცემთ გა­ყალ­ბე­ბის უფ­ლე­ბას, ვის­თა­ნაც არ უნდა მი­დი­ო­დეს ეს გზა… თვით­მკვლე­ლო­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ პი­რად ცხოვ­რე­ბას, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს გან­ვი­ხი­ლავთ, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ იფიქ­როს მხო­ლოდ ის, რომ ამის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გამ­ხდა­რი­ყო. მაგ­რამ ასე არ არის…:
ად­ვო­კა­ტის თქმით, ოჯახ­მა კი იცო­და, სა­დაც მუ­შა­ობ­და გო­გო­ნა, მაგ­რამ არ იცოდ­ნენ, რა საქ­მეს აკე­თებ­და სამ­სა­ხურ­ში.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close