სიახლეები

ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ – ბაჩალიაშვილის დედა

loading...
loading...

ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ იმითი არ აცოცხლებდნენ – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.
თამაშაშვილის თქმით, ის გამოძებას არ ენდობა და აქვს ეჭვი, რომ საქმისთვის რაღაცების “მიწებება” და დახურვა უნდათ.
“თავის კომპიუტერს არასოდეს არ ტოვებდა სახლში, დიდიხნით, რომ გასულიყო, დავუშვათ 4-5 საათით იმდენად პატარაა ის “მაკ ბუქი”, რომ სულ თან დაჰქონდა. რომ ვნახე კომპიუტერი სახლში, რაღაც არ მესიამოვნა. რატომ დატოვა თამუნამ “მაკ ბუქი”, როგორ შეელია? ფაქტია, რომ რაღაც

კომპიუტერულ საქმეს უკავშირდება, მე არ ვიცი, სამსახურიდან იყო თუ რამე სხვა რაღაცა. ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ იმითი არ აცოცხლებდნენ. გამოძიებასაც ტაატით მიჰყავს საქმე. არავინ მიკავშირდება, საქმის კურსში არავინ მაყენებს, რომ რა ვერსიაზეა ლაპარაკი. ვეჭვობ, რომ რაღაცების მიტყეპება და მიწებება უნდათ და ეგრე უბრალოდ დახურვა. მაგრამ მე, ამ წუთას არ შემიძლია, მაგრამ არ დავისვენებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”, – თქვა თეონა თამაზაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close