სიახლეები

,,შემთხვევით შევამჩიე” – ვინ დაინახა ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე

loading...
loading...

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება. 23 წლის პროგრამისტი გარდაცვალებამდე გოლთეთის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში, მაწევანში დაინახეს.
როგორც ადგილობრივი ყვება, 18 ივლისის საღამოს მან თამარ ბაჩალიაშვილი დაინახა.
,,ზუსტად დრო არ მახსოვს, მაგრამ საღამოს საათებში დავინახე პატარა, მომცრო, ნაცრისფერი მანქანა. დავინახე მხოლოდ მძღოლი, გოგონა, სოფლის მიმართულებით მიდიოდა, მინები აწეული იყო, ნელა მიდიოდა, აკვირდებოდა, მე ეზოში ვიყავი და უბრალოდ, შემთხვევით შევამჩნიე.

ჩემს სახლს გასცდა და ბოლომდე გაიარა გზა. 18 ივლისს, საღამოს საათები იყო. სავარაუდოდ, მარტო იყო,” – ამბობს ლანა ჩიხრაძე ,,მთავარ არხთან” საუბარში.
შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close