
ესპანეთში 23 წლის ქალი მეუღლემ გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურადანაა. ქალი სამი თვის ორსული იყო.
ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს და დანაშაულის მოტივსაც ასახელებს. გარდაცვლილის ბებია აცხადებს, რომ მის შვილიშვილს ფული მოპარეს, რის გამოც პოლიციაში ჩივილს აპირებდა. ამ ფაქტიდან მალევე კი ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს.
წყარო: newposts.ge
დატოვეთ კომენტარი