სიახლეები

“23 წლის გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა” – რუსთავში მომხდარი დაუჯერებელი თაღლითობის დეტალები

loading...
loading...

რუს­თავ­ში, თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით  ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა თ. ე-მ და ე.ნ-მ, რუს­თავ­ში მოღ­ვა­წე ჩი­ნელ ბიზ­ნეს­მენს, შან­ტა­ჟის გზით, თან­ხა გა­მოს­ძა­ლეს.
კერ­ძოდ, ახალ­გაზ­რდა ქალი ჩი­ნელ ბიზ­ნეს­მენს იმ სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­თი აშან­ტა­ჟებ­და, რო­მე­ლიც მის­მა ე.წ. ქმარ­მა ე.ნ-მ გა­და­ი­ღო. ე.ნ-ს ად­ვო­კა­ტი ანი კე­კე­ნა­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის თ.ე-ს მხრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­წო­ლის, შან­ტა­ჟის, მუ­ქა­რი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია და მისი წყა­ლო­ბით ის ცი­ხე­ში ერთხელ უკვე მოხ­ვდა.


“ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა 23 წლის თ.ე- სამი წლის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო და ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა. მას, იმ დრო­ის­თვის ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და და მე­უღ­ლე მე­ო­რე ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ახალ­გაზ­რდა ქალი ე.ნ-ს მე­უღ­ლეს­თან მი­ვი­და, უამ­ბო მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ და მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბი­სათ­ვის სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი და ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნა.
მე­უღ­ლემ ე.ნ. მი­ა­ტო­ვა, მე­ო­რე ბავ­შვზე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ორ თვე­ში კი სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ე.ნ. ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნას ფლობ­და და თ.ე-მ მისი და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის სცე­ნა გა­ი­თა­მა­შა და მა­მა­კა­ცი და­ა­ჭე­რი­ნა. ქალ­მა შემ­დეგ ცი­ხე­ში მი­ა­კი­თხა და უთხრა, რომ მის­გან ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ერ­თწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, კვლავ თ.ე-თან ერ­თად და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ქა­ლის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, რის გა­მოც, ახლა უკვე მან უჩივ­ლა“, – აცხა­დებს ანი კე­კე­ნა­ძე.
ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის თან­ხის გა­მო­ძალ­ვის სქე­მა, სწო­რედ ქა­ლის მი­ე­რაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ე.ნ. მან, მუ­ქა­რით აი­ძუ­ლა ვი­დეო გა­და­ე­ღო. რო­გორც ის ამ­ბობს, 23 წლის გო­გო­ნა მე­გო­ბარ მა­მა­კაცს ემუქ­რე­ბო­და, რომ თუ მის ნათ­ქვამს არ შე­ას­რუ­ლებ­და, შვილს მო­უკ­ლავ­და.
გო­გო­ნა ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნია, ფი­ზი­კუ­რად საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს, ის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად რუს­თავ­ში ერთ-ერთ სა­წარ­მო­ში მუ­შა­ობ­და, რომ­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო. ქალი, მა­მა­კაცს და­უ­ახ­ლოვ­და და ერთ სა­ღა­მოს, მას­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გან­მარ­ტოვ­და. საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­მო­კი­თხვის ოქმი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მან ქალს სას­ტუმ­რო­ში წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა ქალ­მა უარი უთხრა და სთხო­ვა იაღ­ლუ­ჯის მთა­ზე ასუ­ლი­ყო მან­ქა­ნით, სიბ­ნე­ლე­ში გა­მოჩ­ნდა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მათ თავ­ზე და­ად­გათ, ყვი­რო­და, ჩხუ­ბობ­და, კაცს ხელი ჰკრა, თან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დე­ოს უღებ­და.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას ქალი და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ მას “ქმა­რი სცემ­და და ინ­ტი­მუ­რი ვი­დე­ოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბით იმუქ­რე­ბო­და”, თუ ბიზ­ნეს­მე­ნი, თან­ხას არ გა­და­უხ­დი­და, თან ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ვი­დეო ჩა­უგ­დო, სა­დაც თით­ქოს­და თვა­ლე­ბი ჰქონ­და ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი. მე­ო­რე ვი­დე­ოც გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩან­და, თით­ქოს მუც­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ქმარ­მა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მან თვა­ლებ­ზე მუქი ფე­რის ტონი წა­ის­ვა, თით­ქოს სი­ლურ­ჯე­ე­ბი აქვს, მუ­ცელ­ზე კი წი­თე­ლი პო­მა­და წა­ის­ვა და მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის ბინ­ტით გა­და­იხ­ვია.
ბუ­ნებ­რი­ვია ბიზ­ნეს­მე­ნი შე­შინ­და, მას მე­უღ­ლე ჰყავს და თან კო­ლე­გებ­თან ამ ამ­ბის და ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ სურ­და, სწო­რედ ამი­ტომ ქალს 15 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და, თუმ­ცა შან­ტა­ჟი მისი მხრი­დან არ შე­წყდა და ბიზ­ნეს­მენ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის უკვე პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. ქალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხით და კი­დევ იმ მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით, რო­მე­ლიც მან ე.ნ-ს გა­მოს­ძა­ლა, ბინა შე­ი­ძი­ნა და ე.წ. ქმარ­თან კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა. ე.წ. ქმარს იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ისი­ნი არ არი­ან.
“საქ­მე­ში არის ვი­დეო და აუ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუ რო­გორ ესა­უბ­რე­ბა ქალი თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, ჩი­ნელ მა­მა­კაცს და რო­გორ ეუბ­ნე­ბა, რომ ამას ქმა­რი აი­ძუ­ლებს, ტი­რის და ასე ცდი­ლობს მას­ზე ზე­წო­ლას, თან სთა­ვა­ზობს თუ არ გჯე­რა ბავ­შვს და­ვი­ტო­ვებ, მო­მე­ცი თან­ხა, წა­ვუ­ღებ ჩემს ქმარს, ვი­დე­ოს გა­და­ვი­ღებ, რომ მარ­თლა მას მი­ვუ­ტა­ნეო და მერე მო­მე­ცი ბავ­შვი. ამ ყვე­ლა­ფერს მა­შინ ეუბ­ნე­ბა, რო­დე­საც ბიზ­ნეს­მენს ეჭვი შე­აქვს, რომ ქა­ლიც გა­რე­უ­ლია ამ საქ­მე­ში და მხო­ლოდ კაცი არ აშან­ტა­ჟებს“, – აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი ანი კე­კე­ნა­ძე.
წყარო: ამბები

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close