სიახლეები

დაკრძალვაზე იყო ვიღაც ბიჭი, გავიგე სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათო – ბაჩალიაშვილის დედა

loading...
loading...

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, „მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო, მეგობარი ბიჭის შესახებ, ვისთანაც თამარს სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა.


„მე ახლა გავიგე, აქ იყო ვიღაც ბიჭი მოსული დაკრძალვაზე და სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათო. ვეუბნებოდი, დედიკო ისეთი ასაკი გაქვს, უკვე მინდა შვილიშვილეობითქო. მპასუხობდა, ხომ იცი რამხელა ამბიციები მაქვს, მწვერვალებს სანამ არ დავიბყრობ მანამდე არ ვაპირებ ოჯახის შექმნასო. შემოთავაზება მაქვს ამაზონიდანო და ისინი მთხოვენ, რომ მაგისტრატურა გავიარო ევროპაშიო.
მოვიდა მოგვისამძიმრა ჩვეულებრივად და მერე გვითხრეს რომ ეს ბიჭი თამუნასთან ახლოს იყოო“, – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.
ასევე ბაჩალიაშვილის ბიძის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება გამოკითხვაზე იყო დაბარებული. 
მისი ინფორმაციით, 19 ივნისს თამუნას დაბადების დღეზე რამდენიმე საათი ერთად გაატარეს.  

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close