ვიდეოსაზოგადოება

შემზარავი კადრები- მამამ ჭიპლარშემოხვეული ახალშობილი ნაგავსაყრელის ურნასთან დატოვა (ვიდეო)

loading...
loading...

ჩინეთში საზოგადოებრივი ნაგავსაყრელ ურნასთან დაგდებული ჩიპლარგადაუჭრელი ახალშობილი ბავშვი პოლიციამ გადაარჩინა სიკვდილს. სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს ნაგვის ნარჩენების სიახლოვეს ბავშვს თავისი 24 წლის მამა. ჟანი და მისი 21 წლის მეუღლე პოლიციამ ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვებისა და მისი სიცოცხლისთვის საშიში ქმედების განხორციელების გამო დააპატიმრა.


ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აღმოაჩინეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი ამ დრომდე ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ახალშობილის მოვლის სათანადო პროცედურებს უტარებენ. მშობლებმა ინტენსიური დაკითხვის შემდეგ აღიარეს ბავშვის თავიდან მოცილების ფაქტი. მათ განაცხადეს, რომ ურთიერთშეთანხმებულად გადაწყვიტეს, რომ ახალშობილს ვერ დაიტოვებდნენ. ჩინეთში ყოველწლიურად 100 000-მდე ბავშვს იშორებენ თავიდან მშობლები- საშუალო ყოველდღიური მაჩვენებელი კი 270 ახალშობილია.
ჩინური კანონმდებლობის მიხედვით, მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს უპატრონოდ ტოვებენ ელოდებათ პატირმობა 5 წელზე მეტი ხნის ვადით.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close