სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო – ZAG-ის დირექტორი

loading...
loading...

ახალგზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული სიკვდილი – კომპანია ZAG-ის დირექტორი ბაჩალიაშვილის შესახებ ყვება.
თამარ კობერიძე ამბობს რომ გოგონას ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა , დაახლოებით 4 500 ლარამდე.
კობერიძემ გაიხსენა, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპულმა 23 წლის პროგრამისტმა მათ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც ის უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა.


“თამუნა ჩვენთან ჩვეულებრივი გასაუბრების გზით მოხვდა. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოაგზავნა CV, გასაუბრებას მე და კომპანიის ტექნიკური მენეჯერი, ნიკა გეჯაძეც ვესწრებოდით”, – იხსენებს კობერიძე.
მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი კომანია ZAG-ში მუშაობის განმავლობაში, საფრაგნეთში სასწავლებლად ორჯერ წავიდა. ამ დროს ის კომპანიისთვის დისტანციურად მუშაობდა.
“ჩვენ ხელფასს ვუხდიდით და იქიდან რასაც ვავალებდით აკეთებდა. მაგრამ იმის თავისუფლებასაც ვაძლევდით რომ ესწავლა” – აცხადებს კობერიძე.
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილმა სამსახურიდან წასვლა 2020 წლის ივლისში გადაწყვიტა. მისი ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება ქალმა სწავლის გაგრძელების სურვილის გამო მიიღო

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close