საზოგადოება

“თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა” – ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)

loading...
loading...

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში, ბაჩალიაშვილის ე.წ შეყვარებულის ბაჩანა ლობჟანიძის შესახებ ყვება.
გოგონა ყვება თუ როდის და როგორ გაიცნო ბაჩანა. დეა აცხადებს, რომ ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის შეყვარებული არ იყო. თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული, რომელსაც იგი 2018 წელს დაშორდა.


დეა კაპანაძე აცხადებს, რომ როდესაც ბაჩანა გაიცნო შთაბეჭდილება დარჩა, რომ ბიჭი მისგან ინფორმაციას იღებდა.
“თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული, რომელიც ვიცი და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე. 22-ში თუ 23-ში რომ მომწერა გაკვირვებული ვიყავი, ვინ ხარ და რატომ არ მითხრა თამუნამ არაფერ-მეთქი….ძალიან ცუდად ვიყავი, ეს იყო თამუნას გარდაცვალების შემდეგ, მაშინ შევედი ბაჩანასთან კონტაქტში. რომ მწერდა და თამუნას ფოტოებს მიგზავნიდა ვენდე…მეგონა კურსელი იყო. არ ვიცი ეს ადამიანი რას წარმოადგენს. როცა შევხვდი ის შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა. მარიამ ვარდიაშვილმაც ასე თქვა, სულ კითხვებს მისვამდა… თამუნას მეგობრები დაიმატა ბაჩანამ თამუნას გარდაცვალების შემდეგ… ყველას კითხვებს უსვამდა, წერდა…” – ყვება დეა კაპანაძე.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close