სიახლეები

მამაკაცი 27 წლიანი ტყვეობის, დაკითხვების დროს გამუდმებული წამების შემდეგ უდანაშაულოდ სცნეს და ციხიდან გაათავისუფლეს

loading...
loading...

ჩინელი მამაკაცი, რომელმაც ორი ბავშვისა მკვლელობის ბრალდებით ციხეში 27 წელი გაატარა, სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. სამართალდამცავი სისტემის განცხადებით, ეს უწყების ყველაზე დიდი შეცდომაა თანამედროვე ჩინეთის ისტორიის განმავლობაში. ჟან იუჰუანი 53 წლის ასაკში მას შემდეგ გათავისუფლდა ციხიდან, რაც უზენაესმა სასამართლომ იგი უდანაშაულოდ სცნო იმის გამო, რომ მისი ბრალეულობისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

1993 წელს ორი ბიჭი მოკლეს ქალაქ ნაჩანგში, იანგქსის პროვინციაში. პოლიციამ კი ეჭვმიტანილად მათი მეზობელი, ჟანგი სცნო. 1995 წელს ჟანგს სიკვდილით დასჯა 2 წლით მსჯავრის აღსრულების გადავადებით მიესაჯა. მას აღნიშული განაჩენი სამუდამო თავისუფლების აღკვეთით მიუსაჯეს.
ჟანგმა რამდენიმეჯერ იჩივლა უზენაეს სასამართლოში- იგი გამუდმებით აცხადებდა, რომ მკლელობა მის მიერ არ იყო განხორციელებული. ’’ეჭვმიტანილის“ თქმით, მას დაკითხვის განმავლობაში ინტენსიურად აწამებდნენ.

უმაღლესმა სასამართლომ საქმის განმეორებითი მოსმენა დანიშნა, რომელიც 2001 წლამდე არ გამართულა. შუალედური ინსტანციის სასამთლომ მხარი დაუჭირა თავდაპირველ განაჩენს და გასაჩივრება უარყოფილ იქნა. ჟანგი და მისი ოჯახი აგრძელებდნენ დაჟინებით მტკიცებას, რომ ე.წ ეჭვმიტანილი უდანაშაულო იყო.

საბოლოოდ, მარტში, გასულ წელს იანგქსის უზენაესმა სასამართლომ თავიდან დაიწყო საქმის განხილვა- ’’ მასალების განხილვის შემდეგ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აქ არ არსებობს პირდაპირი სამხილი, რომელსაც შეუძლია ჟანგის ბრალეულობის დამტკიცება, სწორედ ამიტომ ჩვენ მას უდანაშაულოდ ვცნობთ“ – განაცხადა მოსამართლემ.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close