საზოგადოება

“მუდმივად თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, დედა, მამა გავალებთ, შური იძიოთ, უჩივლეთ…” – კიდევ ერთი სკანდალური საქმე, არასრულწლოვნის სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიყვანაში ნინო ლეჟავას ადანაშაულებენ

loading...
loading...

კიდევ ერთი სკანდალური საქმე – არასრულწლოვნის სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიყვანაში ტაროლოგ ნინო ლეჟავას ადანაშაულებენ.
მოზარდის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პირადი პრობლემენის მოსაგვარებლად ნათელმხილველთან მისულ არასრულწლოვანს ნინო ლეჟავა აშანტაჟებდა, რის გამოც მოზარდმა წერილი დატოვა და გაუჩინარდა. 17 წლის გოგონა ოჯახმა მოძებნა და თვითმკვლელობას გადაარჩინა.
“ვარ ძალიან ცუდად, მუდმივად თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, დედა, მამა ჩემი ცხოვრების აზრი ხართ და გავალებთ, შური იძიოთ, უჩივლეთ და ციხეში ამოალპეთ” – წერდა გოგონა თავის წერილში..


ნინო, ლეჟავა, რომელზეც მოზარდის ოჯახის ადვოკატი საუბრობს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამკითხაო ცენტრის ტაროს სახლის დმფუძნებელია. ადვოკარის ინფორმაციით, მოზარდს ტაროლოგი სოციალური ქსელით დაუკავშირდა, მისი ნდობა მოიპოვა, შემდეგ კი დაშანტაჟება სცადა, დაიწყო, რაც გოგონას თვითმკვლელობის მცდელობით საფუძველი გახდა.
“მან უთხრა, დავურეკავ შენს მშობლებს, ყველაფერს ვეტყვი და ასეთი სიტყვაც იხმარა, თმებს დაგაწიწკნიან” – ამბობს ადვოკატი რევაზ რიჟამაძე.
ადვოკატმა ტაროლოგ ნინო ლეჟავას მიმართ, სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიყვანის მოტივით შსს-ს წერილი უკვე გაუგზავნა , თუმცა შსს-ს რეაგირება არ მოუხდენია.
“მე მივმართე შს მინისტრს 31 ივნისს, ასევე გუშინაც გავაგზავნე შეხსენების წერილი და ველი პასუხს” – აცხადებს ადვოკატი.

თავად ნინო ლეჟავა კი გოგონას ოჯახის ბრალდებას უარყოფს. იგი აცხადებს, რომ გოგონა მასთან კავშირზე ნამდვილად გავიდა და უამბო, რომ ერთ-ერთმ ანათელმხილველმა ის საეჭვო რიტუალებში ჩართო. მისი თქით, ამის შემდგომ იგი სოციალურ მუშაკებს დაუკავშირდა და საქმის შესწავლა სთხოვა.

“ეს ბავშვი დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. არსებობს სქრინები და ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ მან პირველი დამიკავშირდა…ქალბატონ მირანდასთან წელიწადნახევრის წინ საჩივარია შეტანილი, როგორც სამოქალაქო კუთხით, ასევე სისხლის სამართლის 151-ე მუხლით და ამასთან დაკავშირებით მე მელოდება სასამართლო პროცესი.” – ამბობს ლეჟავა.
გოგონას საქმის შესწავლა სოციალურ მუშაკებს არ დაუწყიათ . ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ის სოციალური მუშაკი, რომელიც საკითხზე მუშაობდა შვებულებაშია. ვახტანგ გომელაურის უწყება კი ამ დრომდე დუმს.
წყარო: newposts. ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close