სიახლეები

ძალადობდა თუ არა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მეუღლეზე? – რას ეუბნება ოჯახის ადვოკატი

loading...
loading...

დღეს საღამოს რამდენიმე მედიასაშუალებამ ერთდროულად გამოაქვეყნა თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის შესახებ მასალები.
“ალიამ” სცადა წყაროს დადგენა, მაგრამ ყველა მედიასაშუალებას თითქმის ერთდროულად აქვს მასალა გავრცელებული და არც ერთი არც წერს, რომ მან მოიპოვა და მისი ექსკლუზივია, შესაბამისად, წყაროს ჩვენც ასე მოვიხსენიებთ – რამდენიმე მედიასაშუალება.
მედიასაშუალებები ავრცელებენ ორ ფურცელს – ერთს აწერია განჩინება, მეორეს კი გადაწყვეტილება. განჩინებაში წერია მოსამართლე ნატო ხუჯაძის გვარი, ხოლო გადაწყვეტილებაში – ნინო შარაძის.


არც ერთ მათგანს არ აქვს ხელმოწერა, ან ბეჭედი, შესაბამისად, იმის დადგენა, ავთენტურია თუ არა ისინი, ერთი შეხედვით ნამდვილად რთულია.
“ალია” დაუკავშირდა ბაჩალიაშვილების ოჯახის ავდოკატს, მიშა რამიშვილს, რომელმაც ჩვენგან გაიგო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
მიშა რამიშვილმა გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და სისულელე.
-პირველად მესმის, სისულელეა. ტყუილია. მსგავსი არაფერი ყოფილა.
რაც შეეხება მასალას, , ვკითხულობთ, რომ “ჯუმბერ ბაჩალიაშვილს 2008 წელს მეუღლესთან მიახლოება აუკრძალეს და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ხოლო 2011 წელს, მას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს 120-ე მუხლით.
მედიასაშუალებები ასევე აქვეყნებენ 14 წლის, არასრულწლოვანი თამარ ბაჩალიაშვილის “ჩვენებას” და ამტკიცებენ, რომ თამარი მაშინ პედაგოგის თანდასწრებით დაიკითხა. მედიასაშუალებების მტკიცებით, 14 წლის თამარი მაშინ ყვებოდა, რომ გაიგონა, როგორ უთხრა დედამ პოლიციას, რომ იგი მეუღლემ სცემა. თუმცა, მედიასაშუალებები არ ავრცელებენ ამ ჩვენების ფოტოს, არც იმას ამბობენ, სად ნახეს არასრუწლოვანი გოგოს ჩვენება, ვინ მიაწოდა იგი მათ, საერთოდ, აქვთ თუ არა.
მედიასაშუალებები პარალელს ავლებენ თვითმკვლელობის ვერსიასა და ძალადობას შორის და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ სწორედ ამიტომ დაკითხა გამოძიებამ მეზობლები.
წყარო: alia. ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close