საზოგადოება

“ნინიმ ავღანეთიდან ჩამოსული მამა რომ დაინახა ეგონა მელანდებაო და პირჯვარს იწერდა” – ვინ არიან მამა-შვილი, რომელთა ვიდეომ “ფეისბუქი” მოიცვა (ვიდეო)

loading...
loading...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც 9 თვის უნა­ხა­ვი მამა-შვი­ლის მო­უ­ლოდ­ნელ შეხ­ვედ­რას ასა­ხავს, ფე­ის­ბუქ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.
ვი­დე­ოს ავ­ტო­რი ფიქ­რია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შვი­ლი­სა და მე­უღ­ლის შეხ­ვედ­რის ემო­ცი­უ­რი სცე­ნა გა­და­ი­ღო.

ის AMBEBI.GE -ს ვი­დე­ოს ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა:

“ჩემი მე­უღ­ლე 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ღა­ნეთ­ში, მი­სი­ით იმ­ყო­ფე­ბო­და. ყვე­ლას უყ­ვარს თა­ვი­სი მამა, მაგ­რამ ჩემს შვილს – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. მამა-შვილს რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი აქვთ. მთე­ლი 9 თვე ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და ყვე­ლას, ძნე­ლია ჯა­რი­კა­ცის ოჯა­ხით­ვის ეს მო­ლო­დი­ნი. ჩემს გო­გოს კი­დევ უფრო უძ­ნელ­დე­ბო­და, რად­გან მე­სენ­ჯე­რი­თაც ვერ ელა­პა­რა­კე­ბო­და მა­მას, ეტი­რე­ბო­და სულ.

ამას ჩემი მე­უღ­ლეც გა­ნიც­დი­და და მოკ­ლედ, ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნეთ ეს გან­შო­რე­ბა. ჩა­მოს­ვლის დღე რომ მო­ვი­და, სი­ურპრი­ზი მო­ვუ­წყვეთ შვილს. მო­ტყუ­ე­ბით ჩა­ვიყ­ვა­ნეთ პარკში და უცებ მამა გა­მო­ე­ცხა­და თა­მაშ­ში ჩარ­თულს.
ეგო­ნა მე­ლან­დე­ბაო, ვი­დე­ო­შიც ჩანს რო­გორ იწერს პი­ჯვარს. ისეთ ემო­ცი­ებ­ში იყო, დიდ­ხანს ვამ­შვი­დებ­დით. ეს ერთი შვი­ლი გვყავს. იმე­ნი ღამე გა­უ­თე­ნე­ბია, მამა რო­დის ჩა­მო­ვაო, დღე­ებს ით­ვლი­და” – გვიყ­ვე­ბა ფიქ­რია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close