საზოგადოება

მამაკაცს, რომელმაც მეგობარი გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე გააუპტიურა და მოკლა 29 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

loading...
loading...

7 აგვისტოს, ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში, სასამართლომ, 20 წლის უესლი სტრიტს, რომელმაც მეგობარი გოგონა კილი ბანკერი საკუთარ დაბადების დღეზე ჯერ გააუპატიურა და მოკლა, 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2019 წლის სექტემბერში კილიმ საიუბილეო მე-20 დაბადების დღის აღსანიშნავად, მეგობარ გოგონასთან ერთად, ქალაქ ბირმინგემში გამართულ რეპერის კონცერტზე წასვლა გადაწყვიტა. კონცერტის შემდეგ გოგონები ღამის კლუბში შევიდნენ, სადაც მათ კილის ბავშვობის მეგობარი უესლი შეხვდათ. 12 საათის შემდეგ მეგობრებმა სახლებში წასვლა გადაწყვიტეს. მიუხედავად მეგობრის შეთავაზებისა, კილიმ განაცხადა, რომ მას სახლში უესლი გააცილებდა.


იმ ღამით გოგონა სახლში არ მივიდა და ოჯახმა მასზე ძებნა გამოაცხადა. პოლიციამ კილის გვამი ვიგინტონის პარკში, ტბის ნაპირზე, ხის ტოტებქვეშ დამალული იპოვნა. მას შარვალი და ქვედა საცვალი ჩაწეული ჰქონდა, ხოლო ყელზე გაგუდვის კვალი ემჩნეოდა.პოლიციამ უესლი დააკავა, როგორც ადამიანი, ვინც გოგონა ბოლოს ნახა. ჩვენებაში მან იცრუა, თითქოს კილი ბოლომდე არ გაუცილებია, მაგრამ სათვალთვალო კამერებმა წყვილი პარკში შესული დააფიქსირა. უესლის დნმ-ის ანალიზმა და მის სახეზე არსებულმა ნაკაწრმა პოლიციის ეჭვი დაადასტურა, რომ ბიჭმა გოგონა გააუპატიურა და ამ პროცესში, კისერზე ხელის დაჭერის გამო შემოაკვდა.
როგორც შემდეგ გაირკვა, სტრიტს სექსუალური ძალადობა კიდევ სამი გოგონას მიმართ ჰქონდა ჩადენილი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close