სიახლეები

ცნობილია თარიღი, როდის შეძლებენ 17 წლამდე ბავშვები 200 ლარიანი დახმარების მიღებას

loading...
loading...

15 აგვისტოდან 200 ლარიან დახმარებას ბავშვები,  სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებენ – ამის შესახებ  „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
    „ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ  ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15  აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ  მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე

დეტალური  ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15  სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი, ეს ნიშნავს, რომ კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.
ცნობისთვის, მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტიდან 17 წლამდე მოქალაქეები წინასაკოლოდ ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. ამასთან 4  თვის განმავლობაში დაფინანსდება კომუნალური გადასახადები და  სტატუსშეჩერებული და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის თანხა  დაუფინანსდებათ.  
წყარო: digest.pia.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარი

  1. გამარჯობა,მაინტერესებს მე-12 კლასელ 18 წლის ბავშვს დაერიცხება 200 ლარი,თუ არა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close