სიახლეები

“გაგამწარეთ, შენი დისშვილი ეზოში გდიაო…” – რას ჰყვება დედა, რომელსაც შვილი საკუთარ ეზოში მოუკლეს (ვიდეო)

loading...
loading...

მკვლელობა გურიაში – რამდენიმე თვის წინ მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა, 26 წლის ბიჭი, ავთო კალანდაძე საკუთარ ეზოში მოკლეს.
დღეს გადაცემა „სხვა ნანუკას“ სტუმარი გარდაცვლილი ბიჭის, დედა იყო, რომელმაც გადაცემაში შვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და ის მძიმე დღე გაიხსენა, როდესაც შვილი ეზოში მოუკლეს.
„მკვლელმა ჩემს დას დაურეკა და უთხრა, ხო გაგამწარეთ შენი დისშვილი ქუჩაში აგდიაო“ – ამბობს გარდაცვლილის დედა.
ავთოს და დედამის სამი წელი ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ, რადგან დედა ემიგრაციაში იმყოფებოდა.
„3 წელი და 3 თვე შვილები ნანახი არ მყავდა, მარტი კომპიუტერით. ჩემი შვილი არაფრის გამო მომიკლეს“- ჰყვება გადაცემაში, გარდაცვლილი ბიჭის დედა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ავთო კალანდაძე, სანადირო თოფიდან ორი გასროლით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. საზარელი მკვლელობა ჩოხატაურში დღის პირველ საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება ფულის გამო არის მომხდარი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close