სიახლეები

“ჩაჯდა საკუთარ ავტომობილში, რამდენიმე კილომეტრი გაიარა და ტყის პირას გაჩერდა, წამლები ჰქონდა მიღებული” – ზუგდიდში 24 წლის გოგონამ ბაჩალიაშვილის საქმის სცენარი გაიმეორა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა

loading...
loading...

ზუგდიდში დაკარგულმა გოგომაც თითქოს ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული სცენარი გაიმეორა – ჩაჯდა საკუთარ მანქანაში, გაიარა რამდენიმე კილომეტრი, მივიდა ტყის პირას და თავის მოკვლის მიზნით წამლები დალია. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა და გოგონა გადაარჩინეს.
„პოლიცია ყველგან ეძებდა. დაიბარეს, მივიდნენ და გამოკითხეს ყველა, ვისაც შესაძლოა გოგოს შესახებ, ან მის მოსაძებნად საჭირო ინფორმაცია ჰქონოდა. მეგობარმა გაიყვანა პოლიცია კვალზე. წუთებზე მიუსწრეს და გადაარჩინეს” – ამბობს ახალგაზრდა გოგოს მეზობელი.
თვითმხილველების განცხადებით, გოგონას მეგობარმა, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, სამართალდამცველებს აცნობა ის ადგილები, სადაც შესაძლოა გაუჩინარებული გოგო ყოფილიყო.


რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად, ზუგდიდის მახლობლად ტყის პირას, დაუსახლებელ ადგილას გოგონას მანქანას პოლიციამ მიაკვლია.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელსაც აღმოჩნდა, რომ მედიკამენტები ჰქონდა მიღებული, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ფაქტის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით, სადაც მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: itar.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close