სიახლეები

”ჩემი შვილი ნასვამი და დაბოლილი იყო, აი რა მომიყვა სახლში…” – ნახეთ რას ამბობს შაქარას მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა

loading...
loading...

არასრულწლოვნის მამა, თეიმურაზ ხომასურიძე, ნიკა გვარამიას გადაცემაში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ საუბრობს.
მისი შვილი, არასრულწლოვანი ზ.ხ შაქარაშვილის საქმის ბრალდებულია.
როგორც მამა ამტკიცებს, მისი შვილის მონაყოლიდან საბედისწერო დაბადების დღეზე ვახტანგ ჩიქოვანს გაჰყვა.
„გეტყვით იმას რაც შვილმა მომიყვა. ვახტანგ ჩიქოვანს წაჰყვა დაბადების

დღეზე, დაქირავებულ სახლში შენობაში იყო, როდესაც  ვახტანგ ჩიქოვანს ჩხუბი მოუვიდა და თავში რაღაც ჩაარტყეს. ამის შემდეგ მიდის ჩემს შვილთან და მიდიან თბილისში. შემდეგ, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში ჩაისვეს რაგბისტები და დაბრუნდნენ უკნა. როგორც ჩემი შვილის მიყვება, იქ არავინ დახვდათ. ამ დროს ჩემი შვილი ნასვამი და „დაბოლილი“ იყო და არაფერი არ ახსოვდა.“- ამბობს არასრულწლოვანის მამა.
აგრეთვე, თეიმურაზ ხომასურიძე ამბობს, რომ მისი შვილის მონაყოლიდან გარდაცვალების მომენტში კავშირი არ ჰქონია.
„მან უბრალოდ მითხრა, რომ ჩხუბი მოუვიდათ და ქეიფი აღარ ღირდა… გაეღიმა… იქ, რომ ვინმე მოეკლა, ხომ არ გაიცინებდა“-ამბობს ხომასურიძე.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close