სიახლეები

ერთი სული ქონდა როდის ჩამოვიდოდა – მე-4 სართულიდან გადმოხტომის წინ კაცი მონატრებულ ცოლს შუაღამემდე ტელეფონით ესაუბრებოდა…

loading...
loading...

ბათუმში, საკარანტინო სივრცის მე-4 სართულიდან გადმომხტარი მამაკაცის მეუღლე სუიციდის ვერსიას გამორიცხავს და სათვალთვალო კამერების ამოღებას მოითხოვს.
მისი თქმით, 27 წლის ახალგაზრდას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს.
მას არანაირი ფსიქიკური აშლილობა და დეპრესიული პრობლემები არ აქვს. ღამის 12 საათამდე ვეკონტაქტებოდი, ბავშვი როგორ არის, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალო. სასტუმრო „ლეგასის“ ცხელ ხაზზე ვრეკავ და არანაირი პასუხი არ არის.


როგორ შეიძლება, ადამიანი კარანტინში მოხვდა, საკარანტინო პერიოდის პირველი დღეა და ყურადღება არ მიაქციონ. ან გარეთ თუ გავიდა, პერსონალი სად არის, ვინც კონტროლზეა პასუხისმგებელი? კარანტინი რატომ არის მაშინ, თუ სამი-ოთხი ადამიანი ერთადაა და საუბარს მართავენ, მაშინ ეს ჯანდაცვის სამინისტროს დიდი შეცდომა ყოფილა“, – ამბობს დაშავებულის მეუღლე „მთავართან“ აუბრისას.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close