
რამდენიმე წუთის წინ დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი თბილისში, ფონიჭალაში ქვეითად მოსიარულე ოთხ ადამიანს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა არანორმალური სისწრაფით მოძრაობდა.
ორი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის 5 წლამდე ბავშვი და ახალგაზრდა ქალი. ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი