სიახლეები

ივანიშვილი მანიაკალური მკვლელია და ეს მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენ შვილებს

loading...
loading...

საქართველოს მესამე პეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
“ჩვენს სამშობლოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი და ეს მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს. ბოლო წლებში დაირღვა მთავარი რაღაც, რაც იყო ჩვენი, პირადად ჩემი მონაპოვარი, რომ მშობლებს არ ეშინოდათ თავისი შვილების გარეთ გაშვება. საქართველო ივანიშვილმა 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა, სადაც მან ფული გააკეთა, სადაც ადამიანის ცხოვრება არაფერი ღირდა. ამდენი გაუჩინარება, ამდენი გამოუძიებელი მკვლელობა, ამდენი გაყალბება, დაწყებული ეროსი კიწმარიშვილიდან, შემდეგ ხორავას ქუჩის საქმე და უამრავი სხვა, ეს რაც ვიცით და ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და ათასობით სხვაა, რომელიც არც ვიცით და არც მოდის ხალხის ყურამდე.


სრული განუკითხაობა და დიდი საშიშროებაა ქვეყანაში. ნარკოტიკებმა წალეკა ახალგაზრდები, დაუსჯელობის სინდრომმა გაუხსნა კრიმინალებს ხელი და ეს ყველაფერი წახალისებულია ივანიშვილის, გახარიას და ამ ბანდის მიერ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაჩერებელია. ეს მკვლელი, მანიაკი არის შესაჩერებელი. პირადად არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას გასაჭირში. ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ამ ყველაფერს წერტილს. ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლეს, ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ ამ გენოციდს“

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close