სიახლეები

„მე ეს ახალგაზრდები ვნახე…“ – ვის სთხოვდნენ დახმარებას ბაია და გიორგი გაუჩინარებამდე

loading...
loading...

მტკვარში მაშველების მიერ ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდები –  ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე გაუჩინარების წინა დღეს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს:
„მე ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე, საბურთალოს ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მანქანით ვმოძრაობდი. ხელში დიდი პლაკატი ეჭირა გოგონას წარწერით – ვაგროვებ სტუდენტურ გადასახადსო. ჩვენ მანქანიდან ვუთხარით, მე და ჩემმა დაქალმა, რომ ბარათზე გვაქვს თანხა, თორემ აუცილებლად  დავეხმარებოდით.


ძალიან საყვარლები იყვნენ და ჩვენი ყურადღება მიიქციეს. ეს იყო გუშინ (14 აგვისტო) საღამოს, 19:00 საათისკენ სადღაც…
ჩემს დაქალს ისიც ვუთხარი – რა საყვარლები არიან, თან ასე რომ აგროვებენ სწავლის ფულს-მეთქი. მათ ბედნიერი, გაბადრული სახეები ჰქონდათ ნამდვილად და გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა.” – წერს მომხმარებელი.
აქედან მოყოლებული რამდენიმე საათის შემდეგ, 15 აგვისტოს დაახლოებით დილის 5 საათზე ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე სამუშაო ადგილიდან რამდენიმე წუთით, გარეთ გავიდნენ და გაუჩინარდნენ.
წყარო: პრაიმტაიმი

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close