სიახლეები

ჩხუბის დროს ყური მოაჭამეს – “ქალი, კაცი, დიდი, თუ პატარა ყველა ჩხუბობდა”

loading...
loading...

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 14 აგვისტოს აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე რესტორან „პატრიოტში“ ორი მაგიდის სტუმრებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. როგორც თვითმხილველი გვიყვება, ერთ სუფრაზე ნათლობას, მეორე სუფრაზე კი დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პირველად ქალბატონებს შორის დაიწყო, მოგვიანებით კი საქმეში მამაკაცები ჩაერთვნენ. „ვინ ვის ურტყამდა

ვეღარ ვიგებდით. ქალი, კაცი, დიდი, თუ პატარა ყველა ჩხუბობდა“, – გვიყვება თვითმხილველი. დაპირისპირების დროს სხეულის დაზიანება არაერთმა პირმა მიიღო, მათ შორის ერთ-ერთ მამაკაცს ყურზე ძლიერად უკბინეს და ნაწილობრივ მოაჭამეს. დაზიანებების ხარისხს ამჟამად ექსპერტიზა ადგენს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. რესტორნის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ კონფლიქტის დაწყებისთანავე ადგილზე დაცვის სამსხაურის „ალგანი“ და სამართალდამცველები გამოიძახეს. დაკითხულნი არიან რესტორნის თანამშრომლები და ამოღებულია იქვე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები.
ფოტო პირობითია არ შეესაბამება რეალობას!!

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close