სიახლეები

ტელეფონი, რომელიც ამირხანაშვილს გამოძიებამ მისცა – გასაიდუმლოებული მიმოწერა და ახალი მტკიცებულება შაქარაშვილის საქმეში (ვიდეო)

loading...
loading...

ახალი მტკიცებულება შაქარაშვილის საქმეში. “მთავარმა არხმა” საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი და საიდუმლო მიმოწერა მოიპოვა.
წყაროს თქმით, ამირხანაშვილს ტელეფონი გამომძიებლებმა მისცეს და გასაიდუმლოებული მიმოწერისთვის იყენებდნენ.
“მთავარი არხი” ტელეფონში შემორჩენილ მიმოწერას ასაჯაროვებს.
მიმოწერას უცვლელად გთავაზობთ.
“-ეს ტელეფონი ვის გამოატანე, შემეშინდა ხულიგანს გავდა.
– არ დარეკო მომწერე
-სენსორს ვარ მიჩვეული, ამით ძლივს ვწერ ხოლმე.
-ეს ჩვენი აგენტია ნახალოვკელი.
-ოკ
– არაუშავს ივარჯიშე
-გავიგე, კაი.
-ნახალოვკელებს დაუმძიმეს.
-გავიგე ვუყურებდი, ტელევიზორშიც ყოფილა.
-ეხლა შენზე წავა ნაჟიმი. რაც დაგარიგე ეგრე იტყვი .ზედმეტი არ ილაპარაკო.
– ოკ, გასაგებია,
– კარგად დაიზეპირე, ისე, რომ რომც გაგაღვიძონ სხვაპასხუპით მოყვე.
– გასაგებია, ყველაფერი
-შენი ნებაა, მაგრამ თუ ჩაიჭრები დაგიჭერენ.
-არასრულწლოვნის მამა ატრაკებს, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმოთო, შვილზე და ჩემზე ამბობს, მე დავაფინანსებო, ეხლა რა ვქნა
– არაუშავს არასრულწლოვნის მამას მე მივხედავ, შენ წადი ჟურნალისტებთან და ჯერ მოვრჩეთ ეს საქმე, მერე რაც გინდა ის გააკეთე, თორემ შეცდომას თუ დაუშვებ მომიწევს შენი დაჭერა, გაიგე?”

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close