სიახლეები

რას პასუხობს თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მახინჯი უწოდა…

loading...
loading...

მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ, რომ დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხებოდა.
საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც მან იუსტიციის მინისტრს მახინჯი უწოდა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სიძულვილის ენა არ უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიის ნაწილი. „მე რადგან ვიყავი ამ დღეებში ამგვარი ტიპის გამოხტომების საგანი, მსხვერპლად თავს არ მივიჩნევ. ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ქალი, ვინაიდან ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში უნდა

იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომავალში, ყველამ იცოდეს, რომ არაუშვას, თუ თავს გესხმიან. მნიშვნელოვანია, ჩვენი საქმე გავაგრძელოთ და განსჯა მივანდოთ საზოგადოებას. ჩემი მხრიდან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, რომელსაც ვერ დავაბრალებთ, რომ „ქართული ოცნების” და ჩემი მხარდამჭერია, თავიანთი აზრი თქვეს და ეს ვფიქრობ არის კარგი. მანამდე „ქართული ოცნების” ქალ პოლიტიკოსებს თავს ესხმოდნენ, იყო ხოლმე დუმილი. იმედი მაქვს, რომ მომავალში რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ქალი პოლიტიკოსი, ყოველთვის ორგანიზაცია და საზოგადოება იქნებიან ყურადღებით, რადგან მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ, რომ დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა, რომელიც კიევშია დაბუდებული, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის. 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება” დიდი გამარჯვებას ხალხთან ერთად აჩვენებს ამ რეტროგრადულ და აგრესიულ ძალას, რომელიც უცხოეთიდან ებრძვის ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა წულუკიანმა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close